ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეულია კორონა ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან და მასთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებთან, შინმოვლის პაციენტებთან მომსახურების მიწოდება მოხდება შეზღუდვებით 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით.
ვინაირად, პროექტში ჩართული სამედიცინო პერსონალი ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, მათ დღის განმავლობაში დიდი დროის გატარება უწევთ ხალხმრავალ ადგილას, რაც პირველ რიგში მათი, ხოლო შემდგომ პაციენტების დაინფიცირების რისკებს ზრდის.
ამჟამად, პროექტში მხოლოდ ორი ავტომობილი გვყავს, თუმცა დაინფიცირების საშიშროების გამო, დამატებით ვქირაობთ 4 ავტომობილს და შინმოვლის მომსახურება მიეწოდებათ, მხოლოდ მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოთ ბენეფიციარებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერია ინფორმირებულია.