საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
შეხვედრაზე, გორის შინმოვლის პროექტის კოორდინატორმა- ოლენა გურგენიძემ, ტრენერებმა და ექთნებმა პროექტის მიმდინარე პრობლემები და გამოწვევები განიხილეს და პროგრამის მენეჯერთან ერთად, სამომავლო გეგმები დასახეს.