5-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.
ღონისძიება პროექტის "House of Support / მხარდაჭერის სახლი- მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADA) (Austrian Development Agency) და საქართველოში ხორციელდება Hilfswerk International-ისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ (IDP Women Association "Consent") მიერ, "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW"-სა და "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"-თან ერთად.
ფორუმის მიზანი საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლისთვის ხანდაზმულების წინაშე არსებული გამოწვევების დღის წესრიგში დაყენება იყო.
ღონისძიებას სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან, სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, Caritas Georgia Health Care Program/ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა-ის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი ესწრებოდა.
მონაწილეებმა უფროსი თაობის წარმომადგენლების წინაშე არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის გზები და რეკომენდაციები შეიმუშავეს.
***
დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში, 2021 წლის ზაფხულში, „მხარდაჭერის სახლი“ დაარსდა, რომელიც პროექტის ფარგლებში, უფროსი თაობის წარმომადგენლებს შინმოვლის პროფესიონალურ მომსახურებას უფასოდ უწევს. ასევე, ამავე რეგიონებში და კაზრეთში ფუნქციონირებს ჯანსაღი დაბერების ცენტრები.