საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა აგრძელებს შინმოვლის პროექტის ბენეფიციარების ოჯახის წევრების მხარდაჭერას.
ა.წ 28-30 ივნისს, პროგრამის ბენეფიციარების ოჯახის წევრები ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან ერთად იყალთოში იმყოფებოდნენ.
გასვლით ღონისძიებაზე მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე: სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროგრამაში მიმდინარე პროექტებსა და საქმიანობაზე, სხეულის ენასა და ქცევის მართვის შესახებ. ამასთანავე, განტვირთვის მიზნით მოეწყო ექსკურსიები თელავში, იყალთოს აკადემიაში, ალავერდისა და შუამთის მონასტრებში.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან ოჯახის წევრების მოვლაში, იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში, ემოციური გადაწვის ზღვარზე და მოკლებულნი არიან ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას.
პროექტის მიზანია შინმოვლის ბენეფიციარების ოჯახის წევრების ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და მათი გაძლიერება.