2023 წლის 7-15 ივნისს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიქაძემ და ექთანმა ტრენერმა ნანა უგრეხელიძემ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ხანდაზმულთა მოვლის ტრენინგის მორიგი კურსი ჩაატარეს.
ვიზიტის ფარგლებში, მაია მიქაძემ მონაწილეობა მიიღო რადიო გადაცემაში და ისაუბრა ხანდაზმულთა კვალიფიციური მოვლის მნიშვნელობასა და ზრუნვის სექტორის თანამშრომელების კადრების გადამზადებაზე.