15 ივნისს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას გერმანიის სხვადასხვა ქალაქის კარიტასის კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში არსებული საჭიროებების გაცნობა იყო, რაც მნიშვნელოვანია დონორებთან მჭიდრო ურთიერთობისა და მუშაობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს შინმოვლისა და ზრუნვის სახლის ბენეფიციარები. ასევე, ვიზიტის ბოლოს, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, გაიოზ ყუბანეიშვილმა, მათ წარუდგინა მოკლე პრეზენტაცია პროგრამის საქმიანობის შესახებ.
გარდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისა, გერმანელმა სტუმრებმა საქართველოს კარიტასის სხვა პროგრამებიც მოინახულეს.
მადლობა გერმანიის კარიტასს მუდმივი თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის!