2022 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებითა და წევრი კოლეჯების მონაწილეობით, წლის შემაჯამებელი შეხვედრა- „პროფესიული განათლების ჯილდო 2022“ გაიმართა.
კოლეჯების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე- კახაბერ ერაძე და სსიპ პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი- თამარ ქიტიაშვილი.
ჯილდო „პროფესიულ განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ საქართველოს კარიტასის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელს -მაია მიქაძეს გადაეცა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას პროფესიული განათლების შესახებ და ასევე, დარგში მომუშავე პირების წახალისებასა და მათი წვლილის წარმოჩენას.