საქართველოს ზრუნვის სექტორი განიცდის კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფრაიბურგის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს წმ. თამარ მეფის უნივერსიტეტმა საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობით განახორციელეს ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა “გერიატრიული პაციენტის ბინაზე მოვლა”. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამების (DAAD) მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ზრუნვის სფეროში მოქმედი ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამ პროგრამის კურსდამთავრებულები თავის წვლილს შეიტატენ შინმოვლისა და ზრუნვის სხვა სფეროებისათვის საჭირო კადრების მომზადებაში.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი. ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის და შედეგების პრეზენტაცია ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა წარმოადგინა. პროექტის მიზნებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს კარიტასის დირექტორმა ანაჰით მხოიანმა, წმ. თამარ მეფის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორმა მამა ადამმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახა ერაძემ.
შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის შინმოვლის მულტიპლიკატორების კვალიფიკაცია მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.