2022 წლის 4 ნოემბერს, ქალაქ თბილისში, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა სემინარი შინმოვლის მომსახურების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეთათვის გაცემული რეკომენდაციები შინმოვლის სერვისის დაგეგმვის, ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე, ხელს შეუწყობს თბილისის მუნიციპალიტეტში შინმოვლის სერვისის მიწოდების შემდგომ განვითარებას.
სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დისკუსიაში მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.