ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანს უფიქრია, თუ როგორი იქნება სიბერე.
ერთი შეხედვით, დაბერება სევდიან პროცესად აღიქმება. შესამჩნევი ხდება ფიზიკური ცვლილებები, ხანდაზმულებს აღარ შესწევთ უნარი აკეთონ ის, რასაც ახალგაზრდობაში თავისუფლად აკეთებდნენ, წლებთან ერთად კარგავენ საყვარელ ადამიანებს და დღის წესრიგში მრავალი ეგზისტენციური ფაქტორი დგება.
️სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია:
- პოზიტიური მსოფლმხედველობა;
- სოციალური და საზოგადოებრივი კავშირების შენარჩუნება;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფა;
- ფიზიკური აქტივობა;
- ფიზიკური და მენტალური დაავადებების პრევენცია.
საქართველოს კარიტასის „ზრუნვის სახლში“ ხანდაზმულებზე კვალიფიციური ექთნები ზრუნავენ, მათთან მუდმივად მუშაობს ფსიქოლოგი. შექმნილია თბილი, სასიამოვნო და მეგობრული გარემო, სადაც ბენეფიციარები მონაწილეობას სხვადასხვა სახის აქტივობებში იღებენ.