2021 წლის 6 დეკემბერს, PAGEL პროექტის დახურვის ონლაინ სიმპოზიუმი გაიმართა, რომელსაც ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, საქართველოს
საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტის, საქართველოს კარიტასის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და კერძო სამედიცინო
კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა პროექტის შედეგები შეაფასეს და აღნიშნეს, რომ პროექტმა ხელი შეუწყო გერიატრიული პაციენტების ზრუნვისათვის საჭირო უნარების განვითარებას, პრაქტიკოსებისთვის ამ მიმართულებით თანამედროვე მიღწევების გაცნობას და საგანმანათლებლო პროგრამებში შესაბამისი ცოდნისა და უნარების ინტეგრირებას.
პროექტი შეფასდა, როგორც კიდევ ერთი ქართულ-გერმანული საგანმანათლებლო ურთიერთობების წარმატებული მაგალითი.
პროექტი PAGEL ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტთან, საქართველოს კარიტასთან და სამედიცინო კოლეჯებთან თანამშრომლობით.