2021 წლის 19 ნოემბერს ქალაქ ახალციხეში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ გამართა საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი თემაზე „შინმოვლის მომსახურების ორგანიზება და მართვა“.
სემინარს ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა და ფინანსური დეპარტამენტების წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეთათვის გაცემული რეკომენდაციები შინმოვლის სერვისის დაგეგმვაზე, ადმინისტრირებასა და მართვაზე, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში შინმოვლის სერვისის მიწოდების შემდგომ განვითარებას.
წელს ასეთი სემინარი ტარდება მეორედ. პირველი შეხვედრა უკვე შედგა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა და ფინანსური დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.