2021 წლის 1 ნოემბერს თბილისში, გრიგოლ აფშინაშვილის #3-ში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ გახსნა ზრუნვის სახლი.
დღეს ზრუნვის სახლმა უკვე უმასპინძლა მის პირველ ბენეფიციარებს.
საქართველოს კარიტასი ბენეფიციარებს სთავაზობს მყუდრო და მეგობრულ გარემოს, სადაც მათზე იზრუნებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გუნდი.
ზრუნვის სახლი გაიხსნა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიმდინარე პროექტის, „შინმოვლის განვითარება საქართველოში 2021-2023“-ის ფარგლებში, რომელიც შინმოვლასთან დაკავშირებულ სხვა ამოცანებთან ერთად, მიზნად ისახავს ზრუნვის ინტენსიური მომსახურების განვითარებას.