საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის თბილისისა და გორის სამედიცინო პერსონალი დაესწრო ტრენინგს -„შინმოვლა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში”, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოწვეული ტრენერები ლელა შენგელია და ნინო ბუაძე უძღვებოდნენ.
ტრენინგი პროექტის „ინფექციის კონტროლი და პრევენცია“ ფარგლებში გაიმართა და პანდემიის პერიოდში სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური აქტივობების უსაფრთხო გარემოში განხორციელების უნარების განვითარებს ისახავდა მიზნად.