რა არის კორონავირუსი?
კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ.
ახალი კორონავირუსი (COVID-19) არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.
როგორ ვრცელდება COVID-19 ვირუსი?
ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით.
ჯამში გამოყოფენ ვირუსის გავრცელების 4 ძირითად გზას:
• წვეთოვანი (ხველით, ცემინებით);
• თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელით შეხებისას;
• დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით (მათ შორის ხელის ჩამორთმევით);
• იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს?
ვირუსის საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 2 დან 14 დღემდეა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.
ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ რესპირაციული დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა:
• ცხელება;
• მშრალი ხველა;
• დაღლილობა.
სხვა სიმპტომებია:
• სუნთქვის გაძნელება;
• ყელის ტკივილი;
• ზოგიერთ ადამიანს აღენიშნებოდა ტკივილი სხეულში, დიარეა, ღებინება და სურდო.
როგორ უნდა დაიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან?
• რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი. განსაკუთრებით, ცხვირის მოწმენდის, დაცემინების ან დახველების შემდეგ, ან თუ საზოგადოებრივ ადგილებში იმყოფებოდით.
ხელის დაბანა ვირუსის პრევენციის ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.
• დაიცავით სოციალური დისტანცია, თქვენს და სხვა ადამიანს შორის მანძილი მინიმუმ 1 მეტრი უნდა იყოს.
• დაიცავით რესპირატორული ჰიგიენა. ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. გამოყენებისთანავე გადააგდეთ ხელსახოცი და თავი დაახურეთ სანაგვე ყუთს.
• ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით, რადგან ამ დროს შესაძლებელია ვირუსი თქვენს ორგანიზმში მარტივად მოხვდეს და დაინფიცირდეთ.
გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია ხშირი წმენდა და დეზინფექცია
• გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ ზედაპირებს, რომლებსაც ყოველდღიურად ეხებით (მაგიდა, კარის სახელურები, ტელეფონი, ლეპტოპის კლავიატურა და სხვა)
• გამოიყენეთ სპეციალური საწმენდი საშუალებები, რომლებიც შეიცავს სპირტს.
#დარჩისახლში
ტექსტი მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.