ახალი კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა არ წყვეტს შინმოვლის მომსახურებას.
როგორც ვიცით, ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან.
ამ ეტაპზე, მომსახურება მიეწოდებათ მარტოხელა მოხუცებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას. კვირის გამნავლობაში შინმოვლის სერვისით 55 ბენეფიციარი სარგებლობს.
სამედიცინო გუნდი დიდი სიფრთხილით იცავს დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს და ზრუნავს როგორც პაციენტის, ასევე საკუთარ კეთილდღეობაზე.
აღნიშნულ რეჟიმში მომსახურების მიწოდება გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
#COVID19