ზრუნვის სექტორს კვალიფიცირებული ტრენერები შეემატა
 16/06/2022

საქართველოს ზრუნვის სექტორი განიცდის კვალიფიცირებული სპეციალისტების ნაკლებობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფრაიბურგის კათოლიკურმა  უნივერსიტეტმა და საქართველოს წმ. თამარ მეფის უნივერსიტეტმა საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობით განახორციელეს ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა “გერიატრიული პაციენტის ბინაზე მოვლა”. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამების (DAAD) მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ზრუნვის სფეროში მოქმედი ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.   ამ პროგრამის კურსდამთავრებულები თავის წვლილს შეიტატენ შინმოვლისა და ზრუნვის სხვა სფეროებისათვის საჭირო კადრების მომზადებაში.

 

ღონისძიება გახსნა და  მოწვეულ სტუმრებს მიესალმა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი. ოთხწლიანი პროექტის  ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის და შედეგების პრეზენტაცია ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა  წარმოადგინა. პროექტის მიზნებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს კარიტასის დირექტორმა ანაჰით  მხოიანმა, წმ. თამარ მეფის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორმა მამა ადამმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახა ერაძემ.

 

შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის შინმოვლის მულტიპლიკატორების კვალიფიკაცია მიენიჭათ და სერტიფიკატები გადაეცათ.

სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.