რა არის შინმოვლა – არის სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური  მომსახურების კომპლექსი, რომელიც მიეწოდება პაციენტს ბინაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის განვითარება და სამედიცინო გუნდის მომზადება განხორციელდა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხეთის, რუმინეთის კარიტასების მატერიალური და მეთოდური მხარდაჭერით.

მომსახურების მოდელი ეფუძნება გერმანიის მოდელს.

 

ფასიანი მომსახურება
საქართველოს კარიტასის შინმოვლის მომსახურება სთავაზობს მოსახლეობას ფასიან მომსახურებას. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 234-76-75

საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტების მოქმედების არეალია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი და გორი.