ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
 05/09/2023

 

2023 წლის 2 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

 

სასწავლო ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს კარიტასის გამოცდილების გაზიარება შინმოვლის სერვისების მიწოდებასა და ზრუნვის სექტორის სპეციალისტების მომზადებაში.

 

ვიზიტის პირველ დღეს, სტუმრები საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ოფისს ეწვივნენ. ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერმა- გაიოზ ყუბანეიშვილმა მსმენელებს პროგრამის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრები ასევე დაესწრნენ სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენინგის მსვლელობას და შეხვდნენ ტრენერებს.

 

მომდევნო დღეებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულმა გუნდმა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შინმოვლის პროექტისა და ზრუნვის სახლის ბენეფიციარები მოინახულავიზიტის ფარგლებში, ისინი გაეცნენ თუ როგორ მუშაობს შინმოვლის სერვისები და რა მომსახურება მიეწოდებათ ბენეფიციარებს.

გუნდი ასევე ესტუმრა გორის შინმოვლის პროექტის ოფისს, სადაც ისინი გაეცნენ გორსა და გორის რაიონში შინმოვლის მომსახურების თავისებებურებებს, მოინახულეს გორის სოფლებში მცხოვრები ომით დაზარლებული შინმოვლის ბენეფიციარები და მოისმინეს მათი ისტორიები.


ვიზიტის ბოლო დღეს, სტუმრები საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი ეწვივნენ, დაათვარიელეს მათი მრავალფეროვანი სივრცე და გაეცნენ თანამშრომლობის ძირითად საკითებს.

 

გარდა ჯანრმთელობის დაცვის პროგრამისა, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულმა გუნდმა Caritas Georgia Social Protection Program/სოციალური დაცვის პროგრამა და Caritas Georgia Children and Youth Program/ბავშვთა და ახალგაზრდული პროგრამა მოინახულა და გაეცნო მათ პროექტებს.


ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ასევე დაათვარიელეს ძველი თბილისის ქუჩები,  უფლისციხე და მცხეთა.

 

 

სხვა სიახლეები
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.
სემინარი შინმოვლის მომსახურებისა და მართვის საკითებზე
11.07.2023
2023 წლის 7 ივლისს, მცხეთის მერიაში, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებისთვის შინმოვლის მუნიციპალური პროგრამების ორგანიზებისა და მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართა.