საქართველოს კარიტასის პარტნიორთა შეხვედრა
 30/09/2022

2022 წლის 29-30 სექტემბერს საქართველოს კარიტასის პარტნიორთა შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროგრამების წარმომადგენლებმა, პარტნიორებმა, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

შეხვედრაზე საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, გაიოზ ყუბანეიშვილმა პრეზენტაცია ჩაატარა და ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობასა და აღნიშნული პროგრამის სამომავლო სტრატეგიულ გეგმებზე.

ასევე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სოფო ბარბაქაძე, რომელმაც განიხილა საქართველოში ჯანდაცვის პროგრამების მუშაობა და მათი როლი.

პროგრამის სტრატეგიული განვითარების განხილვის ბოლოს, სიტყვა გადაეცა ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი პროექტის, შინმოვლის ბენეფიციარის ოჯახის წევრს, თამუნა გიორგაძეს, რომელმაც აუდიტორიას საქართველოს კარიტასთან თანამშრომლობის საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბო.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მხრიდან, ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა რაიონების გამგეობათა სოციალური მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელები.


საქართველოს კარიტასის პარტნიორთა შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმოდგენილი იყო როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე, სოციალური დაცვის, მიგრაცია და განვითარების, ბავშვებისა და ახალგაზრდობის დაცვისა და განვითარების, განათლების გაძლიერებისა და თემებისა და ცალკეულ ინდივიდთა განვითარების პროგრამები.

 

 

სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.