შინმოვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
 14/07/2022

 

2022 წლის 14 ივლისს შინმოვლის სტანდარტების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა- თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა- კახა ერაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა- თამარ ქიტიაშვილმა და ზრუნვის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, საქართველოს კარიტასისა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენლები.

შინმოვლის სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა შინმოვლის სტანდარტის პროექტი.

შინმოვლის სტანდარტიზაციის პროცესი ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შშმ პირთა სააკოორდინაციო საბჭოს კომიტეტის ფარგლებში.

მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც მომსახურების სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, შეფასების და მონიტორინგის, ასევე, პერსონალის კვალიფიკაციებისა და ზრუნვის სექტორის მომიჯნავე პროფესიების როლზე.

შეხვედრის დროს, აქცენტი გაკეთდა რეზიდენციული კვალიფიციური საექთნო მოვლის სტანდარტის შემუშავების საკითხზეც.

შეხვედრის ბოლოს, შინმოვლის სტანდარტის სრულყოფისათვის დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები,- კერძოდ, პერსონალის კვალიფიკაციისა და სასწავლო პროგრამების განხილვა.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოს კარიტასის პროექტი შინმოვლის განვითარება საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.