საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
 21/06/2021
18 ივნისს ქალაქ ზუგდიდში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ გამართა საინფორმაციო-პრაქტიკული სემინარი თემაზე „შინმოვლის მომსახურების ორგანიზება და მართვა“.
სემინარს ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა და ფინანსური დეპარტამენტების წარმომადგენლები.
 სემინარი წარმოადგენდა 2018-2020 წლებში საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიერ ჩატარებული საინფორმაცო შეხვედრების გაგრძელებას, რომელიც შეეხება შინმოვლის პრობლემატიკას. როგორც აღმოჩნდა, ამ შეხვედრების საპირწონედ, რეგიონის ბევრმა მუნიციპალიტეტმა დაიწყო შინმოვლის სხვადასხვა სერვისის მიწოდება საკუთარ რაიონში. სემინარის მონაწილეთათვის გაცემული რეკომენდაციები შინმოვლის სერვისის დაგეგმვაზე, ადმინისტრირებასა და მართვაზე, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში შინმოვლის სერვისის მიწოდების შემდგომ განვითარებას.
სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.