საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი აფართოებს თავის საქმიანობას,
 10/06/2021
საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრი აფართოებს თავის საქმიანობას, რისთვისაც წერეთლის გამზირის #77 გაიხსნა ახალი სასწავლო სივრცე. 10 ივნისს ახალმა აუდიტორიებმა პირველ მსმენელებს უმასპინძლა.
შინმოვლის სასწავლო კურსის მსმენელები არიან იგპ ქალთა ასოციაციის „თანხმობის“ სამედიცინო პერსონალი. თეორიულ ცოდნასთან ერთად, მათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები აითვისეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი პროფესიონალი ექთნები ვართ, აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც მომავალ საქმიანობაში უდავოდ გამოგვადგება. რეანიმაციულ განყოფილებაში გუნდური მუშაობა და ბევრი ტექნიკური საშუალებაა, რომელიც პაციენტის მოვლაში გვეხმარება. შინმოვლის მომსახურების დროს კი პირისპირ რჩები პაციენტთან და სახლის პირობებს უნდა მოერგო, თუ არ გვეცოდინება ყველა ის წესი და ხერხები რაც აქ ავითვისეთ, ვერც პაციენტს მოვუვლით და საკუთარ ჯანმრთელობასაც ზიანს მივაყენებთ, მადლობა საქართველოს კარიტასის პროფესიონალ ტრენერთა გუნდს“ - აღნიშნა ტრენინგის მონაწილე ლელა გელაშვილმა, რომელიც ამავდროულად გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციული განყოფილების ექთანია.
სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.