როგორ აგრძელებს შინმოვლის პროექტი მუშაობას საგანგებო რეჟიმში
 14/04/2020

ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის გავრცელებასთან, საქართველოს კარიტასის შინმოვლის პროექტი მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძნობს.
ვინაიდან, ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან, სამედიცინო გუნდი დიდი სიფრთხილით იცავს დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს და მაქსიმალურად ზრუნავს პაციენტების კეთილდღეობაზე.

პერსონალის გადაადგილება ხორციელდება ავტომანქანით უცხო პირებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვით და სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების გათვალისწინებით.

ვირუსით ინფიცირებისა და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით, სამედიცინო პერსონალი, რომელიც შედის ბენეფიციართან პირდაპირ კონტაქტში იყენებს პირადი დაცვის საშუალებებს, რომლებიც მოიცავს: პირბადეს, სახის დამცავ ფარს, ერთჯერად ხელთათმანებს და საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ხალათს.

ამ ეტაპზე, მომსახურება მიეწოდებათ მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა მოხუცებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას.

კვირის გამნავლობაში შინმოვლის სერვისით 40-მდე პაციენტი სარგებლობს.

ბენეფიციარებს რეგულარულად მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები.

შინმოვლის პერსონალი მძღოლის ჩათვლით იყენებს პირადი დაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებს, ხოლო სერვისის მიწოდებაში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია ხორციელდება ყოველდღიურად.

სხვა სიახლეები
ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნული გუნდის სტუმრობა
05.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, ტაჯიკეთში გერმანიის კარიტასის წარმომადგენლობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტაჯიკეთის ტრენერთა ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
გორის შინმოვლის პროექტის ოფისში სტუმრობა
25.09.2023
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი- გაიოზ ყუბანეიშვილი და ამავე პროგრამის ფსიქოლოგი- ლაშა დავითიძე გორის შინმოვლის პროექტის ოფისს ესტუმრნენ.
სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“
16.09.2023
15-16 სექტემბერს, სამოქალაქო ფორუმი „ხანდაზმულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე“ გაიმართა. ფორუმი ეძღვნებოდა დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებსა და დაბა კაზრეთში მცხოვრები ხანდაზმულების ისეთ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებებით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.