გერონტოლოგია

 

გერონტოლოგია არის  მეცნიერება, რომელიც დაბერების პროცესის მექანიზმებს შეისწავლის.

გერიატრია არის ხანდაზმულობის პერიოდის დაავადებების თავისებურებების შესწავლა და ხანდაზმულ პაციენტთა მკურნალობა და მოვლა.

დაბადება - ბავშვობა - სიჭაბუკე - სიმწიფე - სიბერე - ეს ყოველი ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია. ცხადია, თითოეულ ჩვენგანს სურს, რაც შეიძლება გვიან დაუდგეს ეს პერიოდი, რომელსაც ხატოვნადსიცოცხლის შემოდგომასუწოდებენ.  25 წლისთვის ადამიანის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.

სიბერე ორგანიზმში უჯრედულ დონეზე იწყება, ფიზიოლოგიურად კი მოგვიანებით ვლინდება ორგანოთა სისტემების დონეზე. ეს პროცესები სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. განასხვავებენ ადამიანის ქრონოლოგიურ (კალენდარულ) და ბიოლოგიურ ასაკს.

თეორიულად ორგანიზმის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ ბიოლოგიური ასაკი ჩამორჩება კალენდარულს, ამბობენ, რომ ადამიანი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. როცა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს ემთხვევა, ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო როცა კალენდარული ასაკი ჩამორჩება ბიოლოგიურს, ეს ნაადრევი სიბერის ნიშანია.

სიბერის მცნება ძალიან ფარდობითია, ადამიანის სიცოცხლის ბიოლოგიური საათი შეიძლება აჩქარდეს, ან პირიქით - შენელდეს. ყველასთვის ცნობილია, რომ ერთი და იგივე ასაკის ხანდაზმულ ადამიანებში ერთი ახალგაზრდულად გამოიყურება და შენარჩუნებული აქვს შრომისუნარიანობა, სიცოცხლის ხალისი, ხოლო მეორე დაუძლურებულია და ფსიქიკის ღრმა დარღვევები აღენიშნება. დღემდე არ არის ცნობილი, თუ რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ადამიანის