წაქცევა ხანდაზმულებში

65  წელს გადაცილებული ხანდაზმულების ერთი მესამედი თავის საცხოვრებელ ბინაში ეცემა,  წაქცევით გამოწვეული დაზიანება კი ხანდაზმულთათვის ხშირად ფატალური ხდება. წაქცევის ხელშემწყობი გარეგანი ფაქტორებია:

უსწორმასწორო ან პრიალა იატაკი

ოთახის არასაკმარისი  განათება

დამხმარე საშუალებების არასწორი გამოყენება

უმოაჯირო კიბე

ძალიან მაღალი  ან დაბალი საწოლი და  სკამი

აპრეხილი ხალიჩები და ფარდაგები

არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი

ელექტროგაყვანილობის და ტელეფონის სადენები

წაქცევის ხელშემწყობი გარეგანი ფაქტორების გათვალისწინება ამცირებს წაქცევის რისკს.