ავადმყოფის ოთახი

ავადმყოფისთვის ოთახის მოწყობა განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, თუ იგი ლოგინს მიჯაჭვული და  მოვლაზე დამოკიდებულია. ასეთ დროს ოთახი უნდა აღჭურვოთ მოვლისათვის საჭირო საშუალებებით და ეცადოთ შევუნარჩუნოთ ავადმყოფს მისთვის ჩვეული გარემო და მყუდროება. 

ავადმყოფის ოთახში არსებული გათბობის სისტემა უნდა იძლეოდეს ტემპერატურის რეგულირების საშუალებას. საუკეთესო ტემპერატურა 22-25 გრადუსის  ფარგლებშია.

ავადმყოფს მზე პირდაპირ თვალებზე არ უნდა ეცემოდეს, ოთახის განიავების ან კარის გაღებისას საწოლი ორპირ ქარში არ უნდა აღმოჩნდეს.

თუ ავადმყოფი მძიმეა, მისი საწოლი ორივე მხრიდან იოლად მისადგომი უნდა იყოს.

ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში მაგიდა, ტუმბო  სხეულის დაზიანებულ მხარეს უნდა დაიდგას, რათა ავადმყოფს არ გაუჭირდეს ჭიქის, ცხვირსახოცის, ტელეფონის თუ წიგნის აღება.

გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილის საწოლის თეთრეული ელვა შესაკრავის ან ღილების გარეშე , რომელიც მუდმივად გადაჭიმული უნდა იყოს, შეარჩიეთ მსუბუქი საბანი და ბუმბულის ბალიში.