ელმირა ხაჩატურიანი
ექთანი
ასაკი: 49

სამუშაო გამოცდილება: მრავალი წელია მუშაობს ექთნად. ბოლო 2 წელია მუშაობს კარიტასის შინმოვლის სერვისზე;
სატრენინგო გამოცდილება: არაერთი საკვალიფიკაციო ტრენინგისა და სასწავლო კურსების მონაწილე;
გამოირჩევა საქმისადმი გულისხმიერებით, პაციენტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და საქმისადმი სიყვარულით. ამბობს, რომ შინმოვლა მისთვის უფრო მეტია ვიდრე საქმე, რადგან იცის, რომ მას პაციენტები და ოჯახის წევრები განსაკუთრებით ელიან და მისი იმედი აქვთ. 
აქტიური ექთანი მუდმივად მონაწილეობს კარიტასის მიერ შეთავაზებულ სასწავლო პროგრამებში და მაქსიმალურად ცდილობს შეიძინოს ისეთი ახალი ცოდნა, რაც პაციენტებსა და ბინაზე შინმოვლის საჭიროების მქონე ადამიანებს გამოადგებათ.