წაქცევა ხანდაზმულებში

65  წელს გადაცილებული ხანდაზმულების ერთი მესამედი თავის საცხოვრებელ ბინაში ეცემა,  წაქცევით გამოწვეული დაზიანება კი ხანდაზმულთათვის ხშირად ფატალური ხდება. წაქცევის ხელშემწყობი გარეგანი ფაქტორებია:

• უსწორმასწორო ან პრიალა იატაკი

• ოთახის არასაკმარისი  განათება

• დამხმარე საშუალებების არასწორი გამოყენება

• უმოაჯირო კიბე

• ძალიან მაღალი  ან დაბალი საწოლი და  სკამი

• აპრეხილი ხალიჩები და ფარდაგები

• არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი

• ელექტროგაყვანილობის და ტელეფონის სადენები

წაქცევის ხელშემწყობი გარეგანი ფაქტორების გათვალისწინება ამცირებს წაქცევის რისკს.