ავადმყოფისთვის ოთახის მოწყობა განსაკუთრებით მაშინაა საჭირო, თუ იგი ლოგინს მიჯაჭვული და მოვლაზე დამოკიდებულია. ასეთ დროს ოთახი უნდა აღჭურვოთ მოვლისათვის საჭირო საშუალებებით და ეცადოთ შევუნარჩუნოთ ავადმყოფს მისთვის ჩვეული გარემო და მყუდროება.
• ავადმყოფის ოთახში არსებული გათბობის სისტემა უნდა იძლეოდეს ტემპერატურის რეგულირების საშუალებას. საუკეთესო ტემპერატურა 22-25 გრადუსის ფარგლებშია.
• ავადმყოფს მზე პირდაპირ თვალებზე არ უნდა ეცემოდეს, ოთახის განიავების ან კარის გაღებისას საწოლი ორპირ ქარში არ უნდა აღმოჩნდეს.
• თუ ავადმყოფი მძიმეა, მისი საწოლი ორივე მხრიდან იოლად მისადგომი უნდა იყოს.
• ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაში მაგიდა, ტუმბო სხეულის დაზიანებულ მხარეს უნდა დაიდგას, რათა ავადმყოფს არ გაუჭირდეს ჭიქის, ცხვირსახოცის, ტელეფონის თუ წიგნის აღება.
• გამოიყენეთ ბუნებრივი ქსოვილის საწოლის თეთრეული ელვა შესაკრავის ან ღილების გარეშე , რომელიც მუდმივად გადაჭიმული უნდა იყოს, შეარჩიეთ მსუბუქი საბანი და ბუმბულის ბალიში.